საზაფხულო სკოლის მოსწავლეებს გუბერნატორმა უმასპინძლა

„ათინათის“ საზაფხულო სკოლის მოსწავლეებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია შეხვდა. მოზარდები სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის სამუშაო გარემოს გაეცნენ, მათ ასევე დაათვალიერეს უწყების სხვადასხვა სამსახურები. საზაფხულო სკოლის მოსწავლეებს ადმინისტრაციის თანამშრომლები ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციებზე და მოვალეობებზე ესაუბრნენ.

მოსწავლეები დღესვე, ქალაქ ზუგდიდის მერიის და საკრებულოს საქმიანობას გაეცნენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი