ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, საზარელი მკვლელობა მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია სამი ახალგაზრდა. მკვლელობის ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. სავარაუდოდ, ერთ-ერთმა გარდაცვლილმა დანარჩენები მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.