სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელს გოჩა დგებუაძეს გამგეობის აიპ-ების ყოფილი ხელმძღვანელები და ზემო ჭალადიდის ბაღის გამგე სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებენ.
შესებამისი განცხადება მათ საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტის დამკვირვებელთან ერთად გააკეთეს.
დამკვირვებელ ბაჩანა გაგუას ინფორმაციით, გამგებლის გადაწყვეტილებით, თანამდებობიდან გათავისუფლდა ააიპ „კულტურის ცენტრის“ დირექტორი ეკატერინე გაბრავა, რომლის ქმარიც პოლიტიკური გაერთიანება „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ სენაკის ორგანიზაციის თანამშრომელა და „მზრუნველობა მოკლებულთა კვების ცენტრის“ დირექტორი მურმან არჩილია, რომლის ახლო მეგობრებიც ამავე მოძრაობის ოფისში არიან დასაქმებული.
“მსგავსი გადაწყვეტილება ამყარებს ეჭვს, რომ ადგილი აქვს პოლიტიკური ნიშნით ზეწოლას. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მურმან არჩილია რამდენჯერმე იქნა დაბარებული გამგეობაში, სადაც სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერა მოთხოვეს, რაზეც უარი განაცხადა. გუშინ, 3 ოქტომბერს მურმან არჩილიას და ეკატერინე გაბრავას ერთი და იგივე შინაარსის ბრძანება მიუვიდათ გათავისუფლების შესახებ. მურმან არჩილიას გათავისუფლების ბრძანება თარიღდება 30 სექტემბრით. მურმან არჩილია 30 სექტემბერს როცა დაიბარეს სამუშაო საათი დასრულებული იყო და აქედან გამომდინარე ბრძანება დაწერილია სავარაუდოდ შაბთ-კვირას და დათარიღებულია 30 სექტემბრით“, – განმარტა გაგუამ.
ბრიფინგზე ეკატერინე გაგუასთან ერთად განცხადება გააკეთა ზემო ჭალადიდის საბავშვო ბაღის გამგე თვალშავა ლუკავამაც. მისი მტკიცებით სამსახურიდან გაათავისუფლეს რადგან მის ადგილზე „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ხმების მოპოვების სანაცვლოდ ერთ-ერთი აქტივისტი დაასაქმონ.
ბრიფინგს ვერ დაესწრო „მზრუნველობა მოკლებულთა კვების ცენტრის“ დირექტორი მურმან არჩილია. როგორც ბაჩანა გაგუამ განმარტა, მას სწორედ უმიზეზოდ გათავისუფლების შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა.
ყოფილი თანამშრომლების ბრალდებების საპასუხოდ ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა სენაკის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ. მისი სიტყვებით, აღნიშნული პირების სამსახურიდან დათხოვნა მოხდა შიდა აუდიტის დასკვნის თანახმად და ამ გადაწყვეტილებას კავშირი არ აქვს მათ პოლიტიკურ კუთვნილებასთან.
გათავისუფლებული თანამშრომლები გეგმავენ გადაწყვეტილების გასაჩივრებას.