სენაკის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში სახელმწიფო აუდიტის სამსახური შევიდა. უწყება მერიის სხვადასხვა სამსახურის დოკუმენტაციას ამოწმებს.
სენაკის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი დონარა ალანია “Newsportal.gr”-სთან საუბრისას განმარტავს, რომ “ეს არის გეგმიური შემოწმება”.
“ეს არის გეგმიური შემოწმება. გენერალური აუდიტორის ბრძანებით, რომელიც ყველა მუნიციპალიტეტის შემოწმებას გულისხმობს, 3 სექტემბრიდან იმყოფებიან სამსახურის თანამშრომლები ჩვენთან და სწავლობენ დოკუმენტაციას, რის შემდეგაც მომზადდება დასკვნა და რეკომენდაციები”, – აღნიშნა ალანიამ.
სახელმწიფო აუდიტის პრესსამსახურშიც ასევე განმარტეს, რომ შემოწმება გეგმიურია.