სენაკის საკრებულოს აპარატის უფროსმა თანამდებობა დატოვა

სენაკის საკრებულოში აპარატის უფროსმა თანამდებობა შეიჩერა და სხდომა დატოვა. ვეფხვია რუსიამ თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა. 

“როგორც საჯარო მოხელე, როგორც თანამდებობის პირი და როგორც სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი, იმდენად, რამდენადაც მე სხვა სამართლებრივი ბერკეტი არ გამაჩნია, პროტესტის ნიშნად ვიჩერებ ჩემს უფლებამოსილებას, როგორც საკრებულოს აპარატის უფროსი.

მე უკვე არ ვიცი რა ხდება საკრებულოში, არ ვიცი რას აკეთებენ ჩემი თანამშრომლები და ნამდვილად არ მინდა ფორმალურად ვიყო ისეთი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი მაშინ, როდესაც საკუთარი თავის დაცვაც კი პრობლემად მიჩნდება, არა თუ ჩემი თანამშრომლების დაცვა,” – აცხადებს ვეფხვია რუსია.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი