სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც 5 პირი ისხდა, გზიდან გადავარდა.
შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა ქალი ადგილზევე დაიღუპა, 4 დაშავდა. ისინი კლინკაში გადაიყვანეს. 2 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.