სენაკში ბანკი დააყაჩაღეს

საქართველოს პროკურატურამ სენაკში „საქართველოს ბანკში“ მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. 

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 იანვარს, დანით შეიარაღებული ბრალდებული თავს დაესხა სენაკში მდებარე ს.ს. „საქართველოს ბანკის“ თანამშრომლებს, რომლებიც იმ დროისთვის მოქალაქესთან საბანკო ოპერაციას ახორციელებდნენ.

მათივე ცნობით, თავდამსხმელი დანის დემონსტრირებით დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ 900 ევროს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყაჩაღობა, ჩადენილი სიცოცხლითვის და ჯანრთელობის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი