სენაკში დაკარგული ბავშვის ოჯახი დაკავებულისთვის წაყენებული ბრალდების გადაკვალიფიცირებას ითხოვს

სენაკში დაკარგული 8 წლის მოზარდის ოჯახი დაკავებულის მიმართ წაყენებული ბრალდების გადაკვალიფიცირებას ითხოვს.

ოჯახის მტკიცებით, ბრალდებულმა თავდაპირველ ჩვენებაში ბავშვის მკვლელობა აღიარა, შემდეგ კი ადვოკატმა გადაათქმევინა. ოჯახი ადვოკატისგან ბრალდებულის დაცვის აცილებასაც ითხოვს, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი ცენტრალური მაგისტრალის და სარკინიგზო გზის გადაკეტვას გეგმავს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ადგილობრივი ხელმძღვანელობის განმარტებით, 8 წლის მოზარდის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. მისი თქმით, მდინარე ტეხურაში და მის ნაპირზე ძებნის პროცესში მყვინთავები, მაშველები და სამართალდამცველები არიან ჩართულნი.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს გაუჩინარებული მოზარდის საქმეზე გუშინ, ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 129 მუხლით მიმდინარეობს, რომელიც დაუხმარებლობას გულისხმობს.

 იხილეთ ლინკი იმავე თემაზე: http://newsportal.ge/senakshi-dakaveuli-piri-shemtxvevis-adgilze-miiyvanes/

კომენტარები

დატოვე კომენტარი