სენაკში კაცმა ცოლი მოკლა

სენაკში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, შუახნის კაცმა ცოლს ცივი იარაღით ჭრილობები მუცლისა და გულ-მკერდის არეში მიაყენა, რაც სასიკვდილო აღმოჩნდა.

46 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა. გავრცელებული ცნობით, სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

წყარო: ipn

კომენტარები

დატოვე კომენტარი