სენაკის მუნიციპალიტეტში, ლეძაძამე-კვაუთის დამაკავშირებელი დროებითი ხიდის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. ხიდის კონსტრუქციის აწყობა 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აწარმოებდა.
შეგახსენებთ, რომ ადიდებულმა მდინარე ტეხურმა ლეძაძამე-კვაუთის საავტომობილო ხიდი დაანგრია და 80-მდე ოჯახი გარე სამყაროს მოწყვიტა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ამჟამად, უხვი ნალექის შედეგად ჩამორცეხილი შიდა გზების აღდგენითი სამუშაოებზე სპეციალური ტექნიკა სოფელ ლეძაძამესა და უშაფათში მუშაობს. ჩამორეცხილი შიდა გზების აღდგენა ყველა პრობლემურ ადგილას მოხდება. მათივე ცნობით, პარალელურად მუშაობს ზარალის დამთვლელი კომისია.