სენაკში სასურსათო მაღაზია დააყაჩაღეს.
მაღაზიის თანამშრომლის თქმით, ორმა ნიღბიანმა, სავარაუდოდ, სათამაშო იარაღის გამოყენებით, ფული მოითხოვა, უარის შემდეგ შოკოლადი აიღეს და გაიქცენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული ხუთიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.