სენაკში მიმდინარე ინფრატსრუქტურული სამუშაოები

https://www.youtube.com/watch?v=u6tZT_chxpI
სენაკში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ სენაკის გამგებელთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად დაათვალიერა.

ლევან შონიას განცხადებით, მიმდინარე წელს სენაკში უკვე დაიგო 15 ქუჩა, ასევე დაგეგმილია სოფლების დამაკავშირებელი 4 გზის მშენებლობა. ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილის განვითარების ფარგლებში კი, ჭავჭავაძის გამზირის მასშტაბური რეაბილიტაცია ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში მოეწყო ასფალტბეტონის საფარი. პარალელურად ქუჩის ორივე მხარეს ეწყობა ტროტუარები და მიმდინარეობს ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.

ჭავჭავაძის გამზირზე სამუშაოების ღირებულება, რომელიც რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება, მიმდინარე წელს 660 764 ლარს შეადგენს, პროექტის ჯამური ღირებულება კი 1 446 336 ლარია.

დღესვე გუბერნატორი სენაკის დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც გაეცნო. ისტორიული თეატრის რეაბილიტაციისთვის 2 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ლევან შონიამ სენაკში პირველი საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო პროცესიც დაათვალიერა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი