სენაკში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ხუთ პირს პატიმრობა შეეფარდა

სენაკში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ხუთ პირს პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სენაკის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.

დაცვის მხარე, დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

ფაქტზე გამოძიება 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

შეგახსენებთ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის ცემის ბრალდებით 24 აპრილს 5 პირი დააკავეს. შემთხვევა სენაკის ცენტრში, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მოხდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი