სენაკის ცენტრში “თიბისი ბანკის” გადახდის აპარატი მოიპარეს. შემთხვევა გვიან ღამით, რაიონულ სასამართლოსა და პროკურატურის შენობებიდან რამდენიმე მეტრში მოხდა.
ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ, ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.