პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა მინისტრად ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრად კი, ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.
მისი თქმით, უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე წარდგენილია თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლევან იზორია.
ვახტანგ გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელია, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის თანამდებობას იკავებს.