სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მიმდინარე აქციაზე “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის შალვა ნათელაშვილის შვილი ბექა ნათელაშვილი და ასევე, “გაბედეს” 5 წევრი დააკავეს.
სუს-ის შენობის წინ შეკრებილი „გაბედეს“ წარმომადგენლები ვაჟა-ფშაველას გამზირის გადაკეტვას ცდილობდნენ, თუმცა მათ ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა.
არსებული ინფორმაციით, ადგილზე “გაბედეს” 6 წევრი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან ასევე „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” წევრები, ნიკა და ბექა პეტრიაშვილები.
შსს-ს ცნობით, აქტივისტები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს.