შალვა ნათელაშვილმა წალენჯიხასა და ჩხოროწყუში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შავა ნათელაშვილმა წალენჯიხისა და ჩხოროწყუს ამომრჩეველს პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო სამუშია წარუდგინა.

ნათელაშვილმა შეკრებილებს საარჩევნო პროგრამა გააცნო, კანდიდატი კი სოციალური პრობლემების მოგვარებას დაპირდა და განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების რეფორმის აუცილებლობაზე ისაუბრა.

სამუშიას თქმით, ორივე რაიონის მოსახლეობის პრობლემებს კარგად იცნობს და არჩევნებამდე დარჩენილ დროსაც სწორედ ამომრჩევლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესწავლას დაუთმობს, რომელთა მოგვარებასაც გამარჯვების შემთხვევაში უკვე საკანონმდებლო ორგანოდან შეეცდება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი