შვედეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები აქციას მართავენ

შვედეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ამ წუთებში შვედეთში საქართველოს საელჩოს მიმართულებით ფეხით მსვლელობას აწყობენ, – ამის შესახებ “newsportal”-ის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება. აქციის მონაწილეები გუშინ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ.

“მიუღებელია საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატის შესვლაც კი. ასევე, დაუშვებელია მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევა, რეზინის ტყვიების გამოყენება მათ წინააღმდეგ. მივდივარ რუსეთის საელჩოსთან, რათა გუშინ მომხდარი ეს ამაზრზენი ფაქტი გავაპროტესტოთ”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

დემონსტრანტები ასევე საქართველოს მთავრობის გადადგომას ითხოვენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი