შეიარაღებულმა მამაკაცმა ქურდის ნაცვლად მეგობარი მოკლა

ოკუპირებულ აფხაზეთში მკვლელობა მოხდა. გუდაუთის რაიონის სოფელ ააცში კრიპტოვალუტის მაინინგ-მოწყობილობის ქურდობას მსხვერპლი მოჰყვა.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგამოძიებო უწყებების ინფორმაციით, ხუთმა პირმა, მათ შორის – რენატ ფაჩალიამ, შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს მაინინგ მოწყობილობის ქურდებს, თუმცა რენატფაჩალიას მიერ ნასროლი ტყვია მისსავე მეგობარს, ასტამურ არძინბას მოხვდა, რომელიც მიღებული ჭრილობებით გარდაიცვალა.

ბრალდებულის წინააღდეგ საქმე 2 მუხლით აღიძრა, მკვლელობისა და ასევე, წინასწარი შეთქმულების შედეგად პირთა ჯგუფის მიერ იარაღის უკანონო შეძენა, ტარება, რეალიზაცია და შენახვა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი