შეიძლება ფიზიკურად სუსტად ვიყო, მაგრამ ძალიან ძლიერი ვარ შიგნიდან – სააკაშვილი

7 ნოემბრის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომას დისტანციურად დაესწრო საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი.

სასამართლო სხდომაზე წაიკითხეს ცნობა კლინიკა ვივამედიდან, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ჯანმრთელობის მდგომაროებიდან გამომდინარე მიხეილ სააკაშვილის ექიმი მისი ტრანსპორტირების რეკომენდაციას არ იძლეოდა.

სხდომაზე მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად ჩაერთო და საკუთარ მხარდამჭერებს მიმართა. ექსპრეზიდენტის თქმით, მიუხედავად ფიზიკური სისუსტისა, შინაგანად ძლიერია და მხარდამჭერებს ერთიანობისკენ მოუწოდა.

„მე მინდა ვუთხრა ჩვენს ყველა მხარდამჭერს, რომ ჩვენ ახლა გვჭირდება ერთიანობა. ჩვენ უნდა ვასხივებდდეთ სიძლიერეს, ვინაიდან შეშინებული, დამფრთხალი ხელისუფლება ასხივებს სისუსტეს. შეიძლება, ფიზიკურად სუსტად ვიყო, მაგრამ ძალიან ძლიერი ვარ შიგნიდან, ძალიან მაგარი სულისკვეთებით ვარ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას პოლიტიკურ პროცესებში ღიად ჩართვის შესაძლებლობა მოითხოვა, რათა ხალხმა გადაწყვიტოს, თუ ვინაა მართალი.

„მომეცით საშუალება, მივიღო ღიად კამპანიაში მონაწილეობა და ხალხმა გადაწყვიტოს, თქვენ ხართ მართლები თუ მე. რატომ გეშინიათ იმის, რომ სააკაშვილთან ღიად შეხვიდეთ დებატებში? მომეცით პოლიტიკურ პროცესებში ღიად მონაწილეობის საშუალება“, — თქვა სააკაშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი