შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაული ხდება

“ოჯახში ძალადობის შესახებ” კანონპროექტში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, “შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაული ხდება”.

„შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევა აღარ იქნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ეს იქნება პირველივე ჯერზე სისხლის სამართლის დანაშაული. გავამკაცრეთ მიდგომები და სასჯელი ოჯახში ძალადობის ჩადენაზე და შემოვიღეთ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა შედარებით მკაცრი განმეორებით ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის. ეს არის კანონპროექტის ძირითადი არსი,“ – განაცხადა მეზვრიშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი