15 ივნისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში პროექტ შემოსაზღვრე საართველოს ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება. ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი კი ზუგდიდში, კულტურის ცენტრ „ოდიშში“ ადგილობრივი მოსახლეობისათვის და აფხაზეთიდან დევნილებისათვის სპეკტაკლს გამართავს.
მოეწყობა სხვადასხვა სახის გამოფენები ადგილობრივი ახლაგარზდა ხელოვანების მონაწილეობით და ასევე მოეწყობა მხატვრულ-დოკუმენტური ფილმების ჩვენება.
რუხში, ღონისძიებაზე მოსულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, პროექტ „გადაწერე ვეფხისტყაოსანი“ მიიღონ მონაწილეობა, რომელიც კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ორგანიზებით ტარდება. ვეფხისტყაოსნის გადაწერა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. პროექტი უპრეცედენტოდ სახალხო და მასშტაბურია – მხატვარ ქეთი მატაბელის მიერ შექმნილი ხელნაკეთი წიგნი „ვეფხისტყაოსანი“, საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში 15 მაისიდან „მოგზაურობს“ და ამჯერად, პროექტის „შემოსაზღვრე საქართველოს“ ფარგლებში, კონფლიქტით დაზარალებული და ადმინისტრაციული საზღვრის გამყოფი ხაზის სიახლოვეს მცხოვრებ მოსახლეობას მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა პოემის გადაწერის პროცესში.
15 ივნისის ღონისძიებების დასკვნითი ნაწილი შემაჯამებელ კონცერტს გულისხმობს, რომელიც ასევე ქართველი მუსიკოს – შემსრულებლების მონაწილეობით და ადგილობრივი მუსიკალური კოლექტივების ჩართულობით გაიმართება, ხოლო ადგილობრივ სკოლებსა და ბიბლიოთეკებს გადაეცემა კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები.
„შემოსაზღვრე საქართველო“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით ხორციელდება. პროექტი ა(ა)იპ „მომავლის სოფლის“ მიერ ინიცირებულია.