სამების საკათედრო ტაძარში, სტალინის გამოსახულებიან ხატს საღებავი შეასხეს. კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ თბილისში, სამებაში სტალინისა და რუსი წმინდანის, მატრონას ხატი კიდია. მოგვიანებით პრორუსული პარტია “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერებმა, ირმა ინაშვილმა და დავით თარხან მოურავმა განაცხადეს, რომ ხატი ეკლესიას მათ შესწირეს.
ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.