შეხვედრა ჩინელ ინვესტორებთან

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, ჩაის მწარმოებელ  საწარმოს „ჭეძანის რანრანის ბიოტექნოლოგიური კომპანიის“ ხელმძრვანელობასთან ერთად წალენჯიხაში მდებარე ჩაის პლანტაციები მოინახულა და ჩაის კრეფის პროცესს დაესწრო.

სახელმწიფო რწმუნებულმა ინვესტორებს რეგიონით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა და სრული მხარადჭერა გამოუცხადა. ჩინელმა ინვესტორებმა პირველი ეტაპის ინვესტიცია კომპანია „ლაზში უკვე განახორციელეს, სამომავლოდ კი ინვესტიციების გაზრდას და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას გეგმავენ.

ქართულ-ჩინურ საწარმოში მწვანე და შავი ჩაის წარმოება ჩინური ტექნოლოგიით ხდება. ამჟამად ჩაის კრეფის პროცესში 150-მდე ადგილობრივია დასაქმებული. კომპანია „ლაზი“ ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობს. წალენჯიხაში წარმოებული ქართული ბიო ჩაი ჩინურ ბაზარზე უკვე იყიდება.

ჩინელი ინვესტორები ქართველი ჩაის ტექნოლოგების გადამზადებას და ტრენინგებს გეგმავენ.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი