შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ღირსების მარში გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ღირსების მარში გაიმართა. ლგბტ თემის წარმომადგენლებმა დაანონსებული მსვლელობა წინააღმდეგობების მიუხედავად მაინც მოაწყვეს.

“პრაიდის” ორგანიზატორები შს მინსიტრის გადადგომას ითხოვენ, რადგან მათი თქმით, ის მოქალაქეების დაცვას ვერ უზრუნველყოფს.

„ღირსების მარში შედგა. მიუხედავად ამ ძალადობრივი, დამპალი სისტემისა, მოძალადე გახარიამ, რომელმაც 20- ივნისის სისხლიან ღამეს იძალადა მშვიდობიან მოქალაქეებზე, იგივე გაიმეორა ჩვენს შემთხვევაში, მან პირდაპირ გვითხრა უარი, ღირსების მარშის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვაზე. მან გვითხრა, რომ ასევე, ვერ უზრუნველყოფდა ჩვენს ტრანსპორტირებას… ჩვენ ბოლომდე დავდექით ღირსეულად, ღირსების მარში შედგა, თუმცა არა ისეთი მასშტაბით, როგორიც დაგეგმილი იყო“, – ამბობს ღირსების მარში ერთ-ერთ მონაწილე.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ შსს არის ვალდებული, რომ დაიცვას გამოხატვის თავისუფლება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი