შს მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე თანამდებობიდან გადადგა. აღნიშნულს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

არსებული ინფორმაციით, ბორცვაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ცნობისთვის, ვლადიმერ ბორცვაძე აღნიშნულ თანამდებობაზე 2019 წლიდან იყო.

კომენტარები

დატოვე კომენტარი