შს მინისტრის ყოფილი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი დააკავეს

”ქართული ოცნების” ლიდერების უკანონო მოსმენების საქმეზე ბრალდებული შოთა ხიზანიშვილი დააკავეს. ხიზანიშვილი განაჩენის გამოცხადებისთანავე სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააპატიმრეს.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ საქმეზე ვაჟა ლელუაშვილს თავისუფლების 3 წლით, ლევან ქარდავასა და შოთა ხიზანიშვილს კი 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

ცნობილია, რომ დანარჩენი ორი ბრალდებული – ვაჟა ლილუაშვილი და ლევან ქარდავა სხვა საქმეებთან დაკავშირებით უკვე პატიმრობაში იმყოფებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს, ბრალად უფლებამოსილების გადამეტება, კომპიუტერული ვირუსების გზით ყოფილი ოპოზიციის ლიდერების უკანონო მოსმენები და ბიძინა ივანიშვილის დაცვის თანამშრომელ ბესიკ სურმავაზე ზეწოლა ედებოდათ.

საქმე ეხება 2012 წლის არჩევნებამდე „ქართული ოცნების“ ლიდერების საუბრების ფარული ჩანაწერების კომპიუტერული ვირუსის გზით მოპოვებასა და გამოქვეყნებას.

კომენტარები

დატოვე კომენტარი