“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში ამბობენ, რომ აშშ-ს ბიძინა ივანიშვილისათვის და მისი ოჯახის წევრებისათვის სანქციები არ დაუწესებია.
როგორც გამოცემის სტატიაშია აღნიშნული, “რადიო თავისუფლებას” საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოდან შემდეგი ტექსტი მისწერეს:
“ბიძინა ივანიშვილის ან მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ შეერთებულ შტატებს ფინანსური სანქციები არ დაუწესებია. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი საჯაროდ აქვეყნებს ყველა ფინანსურ სანქციას.”
შეგახსენებთ, რომ იქამდე ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ ბიძინა ივანიშვილის საზღვარგარეთ მცხოვრებ შვილებს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ.