შსს: “ინალიშვილის საქმე გახსნილია – ბრალდებულზე ძებნა გამოცხადდა”

შსს-ს ინფორმაციით, სენკაში 22 ნოემბერს მომხდარი დაპირისპირების საქმე, რა დროსაც 35 წლის გიგა ინალიშვილის 7 ტყვია ესროლეს, გახსნილია.

ამის შესახებ “Newsportal.ge”-ს სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.

“დანაშაული გახსნილია, ცნობილია ბრალდებულის ვინაობა, მას დაუსწრებლად უკვე წაუყენეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით – მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის. მასზე გამოცხადებულია ძებნა, მიმდინარეობს გამოძიება. სხვა ინფორმაციის მოწოდება ამ ეტაპზე არ შეგვიძლია”, – განმარტეს შსს-ში.

შეგახსენებთ, რომ ინალიშვილის მეუღლის ქრისტინა ქაჩიბაიას ინფორმაციით, დამნაშავემ საქართველოს საზღვარი გადაკვეთა და მიმალვაში საზღვარგარეთ იმყოფება. ოჯახი სწრაფ და ობიექტურ გამოძიებას ითხოვს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი