შსს-მ ტობავარჩხილზე ტურისტებზე იძულების მცდელობისთვის მამაკაცი დააკავა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში,  ტობავარჩხილის ტერიტორიაზე, მამაკაცი ტურისტების კარავში შეღწევას ცდილობდა, რა დროსაც ის დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული ბრალს აღიარებს.

უწყების ცნობით, გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 19-150 მუხლით დაიწყო, რაც იძულების მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი