შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ ნინო ცაციაშვილი დაინიშნა. ნინო ცაციაშვილი ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა.
ის პროფესიით სამართალმცოდნეა. 2017-2019 წლებში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.
2014-2017 წლებში საქმიანობდა საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველოს პროკურორად.
2009-2014 წლებში მუშაობდა პროკურატურის სხვადასხვა სტრუქტურულ დანაყოფში პროკურორის პოზიციაზე.