შსს-ს ინფორმაციით გუგეშაშვილს და მის შვილს თავს მათი ნაცნობი დაესხა

შინაგანს საქმეთა სამინისტროს პირველადი ვერსიით,  პირი, რომელმაც დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს ესროლა მათი ნაცნობ იყო.

აფხაზეთის ომის ვეტერანს, შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ფაქტი  გუგეშაშვილის სახლში, დიღმის მასივში დილის საათებში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შვილი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დაჭრილი დოდო გუგეშაშვილი მძიმე მდგომარეობაში ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფება, სადაც მას ოპერაცია უტარდება.

შსს-ს ინრფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი