შსს-მ ნიკა მელია, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი გამოკითხვაზე დაიბარა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიტიკოსები გიგი უგულავა, ნიკა მელია და ირაკლი ოქრუაშვილი გამოკითხვაზე დაიბარა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს გამოძიებას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით. ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. გამოკითხვაზე დაბარებულია ირაკლი ოქრუაშვილი, ასევე, დაბარებული იქნებიან ნიკანორ მელია და გიორგი უგულავა”, – განაცხადა ჭელიძემ.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი