შსს-მ რუსთაველის გამზირზე 63 პირი დააკავა

შსს რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს:

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, 63 პირი დააკავეს”, – აღნიშნა დარახველიძემ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, განვითარებული მოვლენებისას, დაშავებულია 6 სამართალდამცველი.

უწყების განცხადებას სრულად გაეცანით ამ ბმულზე

კომენტარები

დატოვე კომენტარი