შსს-სთან აქციაზე დაპირისპირება მოხდა

კახეთის გზატკეცილზე, შს სამინისტროსთან სიტუაცია დაიძაბა. აქციის მონაწილეებმა ცენტრალური გზა გადაკეტეს და ასფალტზე „ამ სისტემის დედაც“ დაწერეს, რის შემდეგაც პოლიციელებმა აქტივისტების გზიდან გადმოყვანა სცადეს. აღნიშნულს შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

ამ დროისთვის ადგილზე სიმშვიდეა.

ამასთან, აქციას მოძრაობა “გაბედეს” წევრები თბილისის მერის კახი კალაძის თავისუფლების მოედანზე საახალწლო განათების, წარწერას “სიცოცხლით სავსე ქალაქის” მონტაჟს აპროტესტებენ. მოედანზე” ახალგაზრდებმა შავი ლენტი სისხლიანი ხელით გადააფარეს.

მერიამ გადაწყვიტილება შეცვალა და განათება “ისტორიებით სავსე თბილისი” დამონტაჟდა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან 15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო მდუმარე აქცია მიმდინარეობს.

შავი ლენტი სისხლიანი ხელებით - აქცია-პერფორმანსი "თავისუფლების მოედანზე"

კომენტარები

დატოვე კომენტარი