საქართველოში სიგარეტი გაძვირდა

საქართველოში სიგარეტი საშუალოდ 20-30 თეთრით გაძვირდა. ამის შესახებ ინფორმაციას BPN ავრცელებს.

გამოცემას სავაჭრო ობიექტებში განუცხადეს, რომ ეს საბოლოო გაძვირება არაა და იმპორტირებულ სიგარეტზე ფასმა იანვრის ბოლომდე შესაძლოა ისევ მოიმატოს. თამბაქოს გაძვირების ერთ-ერთი მიზეზი საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებები გახდა, რომლის მიხედვითაც 2026 წლის1 იანვრიდან იმპორტირებულ სიგარეტზე აქციზის ღირებულება 85 თეთრით გაიზარდა.

შეგახსენებთ, პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა კანონპროექტი, რომლის მიხევითა, თამბაქოს შემცველობით იმპორტირებული სიგარეტის აქციზის ფასი 1,9 ლარიდან 2,75 ლარამდე მოიმატებს, ხოლო იმპორტირებული ნაწარმის, რომელიც თამბაქოს ან აღდგენილ თამბაქოს შეიცავს აქციზი 1,85 ლარიდან 2,7 ლარამდე გაიზრდება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი