სინოდი მამა პეტრესთვის მღვდელმოქმედების შეჩერებას ითხოვს

სინოდალურმა კომისიამ პატრიარქს მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახურის, დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის მღვდელმოქმედების შეჩერების შესახებ შუამდგომლობით მიმართა.

კერძოდ, საპატრიარქო განმარტავს, რომ კვარაცხელია მღვდლისთვის შეუფერებელი ქმედებებისა და გამონათქვამების გამო რამდენჯერმე იყო დაბარებული კომისიაზე, მაგრამ დეკანოზი არ გამოცხადდა, მისი არგუმენტები კი კომისიამ არასაპატიოდ მიიჩნია.

“მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზ პეტრე კვარაცხელია, მღვდლისთვის შეუფერებელი ქმედებებისა და გამონათქვამების გამო სამგზის იყო დაბარებული კომისიაზე, მაგრამ არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით, – უცხოეთში ყოფნის გამო, რაზეც მას, გაფრთხილების მიუხედავად, კურთხევა არ ჰქონდა აღებული.

კომისიამ არასაპატიოდ სცნო მისი არგუმენტები და შუამდგომლობით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის კომისიის მომავალ სხდომამდე ყოველგვარი მღვდელმოქმედების შეჩერების შესახებ”, – ნათქვამია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი