სოც.მუშაკს ბავშვის მოძალადე ოჯახის წევრისგან განცალკევების უფლება მიეცა

სოციალურ მუშაკს ბავშვის მოძალადე ოჯახის წევრისგან განცალკევების უფლება მიენიჭა. შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.

კანონის თანახმად, სოციალური მუშაკის მიერ ბავშვის განცალკევებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობა 7-დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას, ან ერთ თვემდე ვადით გამოსასწორებელ სამუშაოებს გამოიწვევს.

ამასთან, გადაწყვეტილების მიღებისას, არასრულწლოვნის აზრი უნდა იყოს გათვალისწინებული, მისი ასაკისა და სიმწიფის ხარისხის მიხედვით. ამასთან, 14 წელს მიღწეულ არასრულწლოვანს უფლება აქვს, საკუთარი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივი საკანონმდებლო ინიციატივა 74-ხმით ერთხმად დაამტკიცეს. ცვლილებები ”ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” კანონსა და სხვა საკანონმდებლო აქტებში განხორციელდა.

ცვლილების მიხედვით, მოძალადე სუბიექტად გვევლინება “სხვა პირი”-ც, რომელიც შესაძლოა, არასრულწლოვნის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი არ იყოს, მაგრამ ბავშვზე ძალადობის სხვადასხვა ფორმას ახორციელებდეს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი