ჭითაწყარში სოციალურად დაუცველი ოჯახის სახლი დაიწვა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში ღვინჯილიების საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

თვითმხილველების თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან მამა და არასრულწლოვანი შვილი, რომლებიც აღნიშნულ სახლში ცხოვრობენ, ადგილზე არ იმყოფებოდნენ.

მეზობლების განმარტებით, ბესიკ ღვინჯილია სოციალურად დაუცველია და ერთსართულიანი საცხოვრებელი სახელმწიფომ გაურემონტა.

ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზები ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი