სოფელ კახათში პოლიეთილენის პარკში გახვეული ახალშობილი ბავშვი იპოვეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის წინ ჩვილი იპოვეს, რომელიც უცნობმა პირმა პოლიეთილენის პარკში გახვეული დატოვა. ბავშვი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ექიმების ინფორმაციით, ახალშობილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შსს-ში კი აცხადებენ, რომ საქმე სსკ-ის 127-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავის შესაძლებლობის არმქონდე პირის სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი