სოფელ მარანის მოსახლეობას გზის შეკეთებას ითხოვს

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანის მოსახლეობა საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ითხოვს. ადგილობრივების თქმით, ასფალტის გზა გასულ წელს აყარეს და მას შემდეგ არ გაუკეთებიათ.

სოფელში შეკრებილ მოსახლეობას დღეს აბაშის გამგებელი მამუკა კვიტაშვილი შეხვდა, რომელიც აცხადებს, რომ მარანის გზა წელს მხოლოდ მოიხრეშება, ახალი გზისთვის თანხები კი მომავალი წლის ბიუჯეტში გაიწერება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი