სოფელ რიყეში ე.წ. რუსი მესაზღვრეების მიერ დაკავებული აჩიკო როგავა გაათავისუფლეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეში, რუსი ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებული აჩიკო როგავა თავიუსფალია. ამის შესახებ ინფორმაცია “newsportal.ge”-ს გათავისუფლებულის ოჯახმა დაუდასტურა.

აჩიკო როგავასთან ერთად დაკავებული მისი შვილი პაატა როგავა ამ დრომდე დრანდის ციხეში რჩება. როგავების ოჯახის ინფორმაციით, საპატიმროში ყოფნა პაატა როგავას კიდევ ორი თვე მოუწევს.

შეგახსნებთ, რომ მამა-შვილი როგავები 2017 წლის 5 აპრილს საოკუპაციო ხაზთან დააკავეს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი