სოხუმი გახდება შავიზღვისპირეთის ყველაზე ლამაზი და უსაფრთხო ქალაქი – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ სოხუმი გახდება შავიზღვისპირეთის ყველაზე ლამაზი და უსაფრთხო ქალაქი.

“არა მარტო 27 სექტემბერი, ყოველი დღე ტკივილია , განსაკუთრებით იმ ხალხისთვის, რომლებსაც იძულებით დაატოვებინეს მათი მიწა-წყალი, რომლებსაც დღემდე ესიზმრებათ სოხუმის ქუჩები, თავიანთი სახლები, სადაც არ უნდა იყვნენ, მაინც აქვთ დანაკლისის და დანაკარგის განცდა . მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მათგანს კეთილმოწყობილი ბინები გადავეცით, ყველა ერთხმად გვეუბნებოდა , მირჩევნია სოხუმში ვიყო და საერთოდ არაფერი არ მინდა!

ბოლო წლების განმავლობაში – არც ერთი სიტყვა სოხუმზე და ოკუპაციაზე, პირიქით, მიზანმიმართულად გააჩერეს ანაკლიის პორტი და ლაზიკის მშენებლობა, რომელიც პირდაპირ ხსნიდა ისტორიულ შანსს აღდგენილიყო ყველა დაკარგული ურთიერთობა.
მე ერთხელ მივმართე ჩვენს აფხაზ ძმებს – ჩვენ გვინდა მშვიდობა, ათინჩრა – დარწმუნებული ვარ ,როგორც არასდროს რომ ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ მშვიდობიან თანაცხოვრებასა და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას.
ჩვენს სამშვიდობო ინიციატივას , ყოველთვის ბლოკავდა რუსეთი, მაგრამ დღეს სხვა გეოპოლიტიკური რეალობა დგება, ამიტომაც უფრო მეტი გზა უნდა გამოინახოს სოხუმთან სასაუბროდ, რადგანაც დიალოგს ალტერნატივა არა აქვს.

ამასწინად ყური მოვკარი, უკვე ბევრი იყენებს ტერმინს ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, რაც არის ტყუილი და რუსული პროპაგანდა – დროა ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი, ამ ყველაფერის ინიციატორი იყო რუსეთი, რადგანაც საუკუნეების განმავლობაში ქართველები, აფხაზები და ოსები, აშენებდნენ ერთიან საქართველოს.

“მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას,
რაც ჩემი ნებით არ დამითმია “
აფხაზეთი საქართველოა!
სოხუმი გახდება შავიზღვისპირეთის ყველაზე ლამაზი და უსაფრთხო ქალაქი”, – წერს სააკაშვილი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი