ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმში მკვლელობა მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ძმამ მოკლა ძმა. ისინი სასაფლაოზე იმყოფებოდნენ, სადაც მათ შორის შელაპარაკება მოხდა. ბრალდებული პოლიციამ დააკავა.
გამოძიება 108-ე მუხლით არის აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.