სოფელ მედანში ოჯახი დააყაჩაღეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მედანში შეიარაღებული პირები ერთ-ერთი მცხოვრებლის სახლში შეიჭრნენ და დააყაჩაღეს. ბოროტმოქმედები სახლის მეპატრონეს ფიზიკურად გაუსწორდა.

გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია 17 000 ლარი, რომელიც დაზარალებულს თხილის გაყიდვის შედეგად ჰქონდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი