სოფელ შამგონაში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

მუნიციპალური განვითარების ფონდმა, შამგონაში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი ააშენა.

ახალი საბავშვო ბაღი დღეს ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ, პირველ მოადგილე კონსტანტინე კაკავასთან ერთად გახსნა. 

მერმა მუნიციპალური განვითარების ფონდს, პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ  ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კიდევ 6 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. 

,,ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი ჩვენი მომავალი თაობაა, ჩვენი მიზანია უახლოეს წლებში მოხდეს ყველა საბავშვო ბაღის სტანდარტიზაცია, რათა მომავალ თაობას  აღმზრდელობითი პროცესის განხორციელების საშუალება  საერთაშორისო დონის სივრცეში მიეცეს“- აღნიშნა მამუკა წოწერიამ. 

ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა. მოეწყო შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები, სველი წერტილები.  ბაღი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე   პირთათვის.

შამგონის გარდა ახალი საბავშვო ბაღები მიმდინარე წელს რუხში, დარჩელსა და ჭითაწყარში აშენდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი