საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს ორი ახალი მრჩეველი ჰყავს.
რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად სოზარ სუბარი დაინიშნა, ხოლო განათლების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი მიხეილ ჩხენკელი იქნება.
მთავრობის რესტრუქტურიზაციამდე სოზარ სუბარი დევნილთა და განსახლების მინისტრი იყო, მიხეილ ჩხენკელი კი განათლების და მეცნიერების მინისტრი.