სპეცრაზმი მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებს

საპოლიციო ძალები პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე მიმდინარე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებს.

ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩა მთლიანად სპეცდანიშნულების რაზმს აქვს დაკავებული.

ასევე, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები თავისუფლების მოედნიდან რუთაველის გამზირისკენ მიემართებიან.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლისას რამდენიმე მომიტინგე დაშავდა. მათ ამ წუთებში სასწრაფო დახმარების მანქანებში სამედიცინო დახმარებას უწევენ.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, აქციაზე 10-მდე სამართალდამცავი დაშავდა, რომელთა ნაწილიც კლინიკებშია გადაყვანილი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი