სტალინის გამოსახულებიანი ხატი დაცულ სივრძეში გადააბრძანეს

სტალინის გამოსახულებიანი ხატი სამების ტაძრის დაცულ სივრცეში გადააბრძანეს – ამის შესახებ ინფორმაციას სამების სასულიერო პირი, არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი ავრცელებს.

სასულიერო პირი სოციალურ ქსელში წერს, რომ ახლა ხატმწერებს მიეცემათ შესაძლებლობა შეასწორონ ხატზე არსებული ხარვეზები საქართველოს საპატრიარქოს შესაბამის სამსახურთან კონსულტაციის გავლით.

ხატწერის კანონიკის შესაბამისი ცვლილებების შეტანისთვის წმინდა მატრონას ხატი გადაბრძანებულია სამების ტაძრის დაცულ სივრცეში, სადაც ხატმწერს მიეცემა შესაძლებლობა საპატრიარქოს შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით კანონიკური წესების დაცვით შეასწოროს ხატზე არსებული ხარვეზები.

საკათედრო ტაძარში განთავსდა წმინდა მატრონას სხვა ხატი, რომლის მოლოცვაც შეუძლია მსურველთ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი