სტუდენტები და პედაგოგები ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ ისარგებლებენ

17 სექტემრიდან შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის აკრედიტებული სახელმწიფო უმაღლესი სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების პედაგოგები, საბიუჯეტო ქსელის სახელოვნებო სკოლები, ბიუჯეტით დაფინანსებაზე მყოფი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პედაგოგები, აღმზრდელ-მასწავლებლები და ტექნიკური მუშაკები მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებენ.

ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ მომსახურებაზე 20 000 ლარი დაიხარჯება.

“უფასო მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობა პედაგოგებისა და სტუდენტებისთვის ლაშა გოგიას წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელიც ხორციელდება”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი